დღეს ნუში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია მსოფლიოში და ეს მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. სწორედ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მსოფლიოში ლიდერმა სანერგე მეურნეობა Agromillora-მ სუპერინტენსიური მიდგომის მეთოდი
ზეთისხილის შემდეგ ნუშზეც განახორციელა. გენეტიკური გაუმჯობესების პროგრამის შედეგად მიიღეს ისეთი საძირე (Rootpac 20), რომელზეც ნუშის დამყნობით ხე იზრდება 2,8 მ. ეს კი ტრადიციული ნუშისგან განსხვავებით ბევრ უპირატესობას იძლევა, ჰექტარზე მეტი ნერგი ირგვება, ხოლო პროცესი სრულად მექანიზებულია. სუპეინტენსიური ნუშის ბაღი სრულ მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მეოთხე წელს.
2010 წლიდან დაიწყო სუპერინტენსიური ნუშის ხის პლანტაციების განვითარება, რათა თავიდან აეცილებინათ ტრადიციული სისტემების შედეგად გამოწვეული პრობლემები. ამჟამად მსოფლიოში 3500 ჰექტარზე მეტი სუპერინტენსიური ნუშის ბაღია გაშენებული და ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, აშშ, მაროკო, ტუნისი, ჩილე, თურქეთი და ახლა უკვე საქართველო
ხარობს შედარებითთ მარილიან ნიადაგშიც განსხვავებული ფესვთა სისტემის გამო.
©2024 Umbrella Car Rent