სუპერინტენსიური ზეთისხილი არის ახალი რევოლუციური აგრონომიური მოდელი, რომელსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია Agromillora 30 წელზე მეტია იყენებს და ამით ჭრის ყველა იმ პრობლემას რაც ტრადიციულ კულტურებს ახლავს თან. სუპერინტენსიური ზეთისხილი გაცილებით მომგებიანი და ეფექტურია ჩვენი კლიენტებისთვის.
სწორი ჯიშის არჩევა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია სუპერინტენსიური ბაღის მიზნების მისაღწევად. ჩვენ გთავაზობთ ზეთისხილის 6 სხვადასხვა ჯიშს, რომლებიც თავსებადია ხვადასხვა აგროკლიმატსა და მოვლის პირობებთან, თუმცა ყველა მათგანი აკმაყოფილებს ამ სექტორის მკაცრ მოთხოვნას.






სუპერინტენსიური ზეთისხილსი დარგვის ყველაზე გავრცელებული სქემაა 3-4 მეტრიანი დაშორება რიგებს შორის და 1-1,5 მეტრამდე დაშორება ნერგებს შორის. რაც სესაძლებლობას გვაძლევს 1 ჰექტარზე 1600 ნერგზე მეტი განთავსდეს. თუმცა აუცილებელია ჯიშების სწორად შერჩევა ადგილობრივი აგროკლიმატური ანალიზის საფუძველზე.
მსხმოიარობაში შედის გაცილებით სწრაფად. დარგვიდან მესამე წელს მოსავალი შეადგენს 3-4 ტონას 1 ჰექტარზე, ხოლო სრული მსხმოიარობის პერიოდში 16 ტონას ჰექტარზე
მოსავლის მექანიზებული აღება უზრუნველყოფს მწიფე ნაყოფის ისე მოკრეფას რომ მან მინიმალური ზიანი მიიღოს. ასევე პროცესი მიმდინარეობს სწრაფად და შესაბამისად მალევე ხდება მისი გადამუშავება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთის მისაღებად. მოსავლის მაღალ ხარისხს ასევე განაპირობს ნაყოფის პირდაპირ ხიდან მოკრეფა, მიწაზე დაცემის გარეშე, რაც ასევე მექანიზებული პროცესის შედეგია.
©2024 Umbrella Car Rent